აფრიკას გარს ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა გიბლარტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც სუეცის არხია გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია., ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26000 კმ–ს. (შედარებისთვის ევროპის სანაპირო ხაზის სიგრძეა 32000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).
აფრიკის გეოგრაფიული ნაწილები:
██ ჩრდილოეთი აფრიკა
██ დასავლეთი აფრიკა
██ ცენტრალური აფრიკა
██ აღმოსავლეთი აფრიკა
██ სამხრეთი აფრიკა
აფრიკას ეკუთვნის კუნძულები: მადაგასკარი, პემბა, ზანზიბარი, მაფია, სოკორტა, მასკარენის, ამირანტის, სეიშელის, კომორის, მადეირა, მწვანე კონცხის, კანარის, პრინსიპი, სან–ტომე, ანობონი, ფერნანდო–პო, ამაღლების, წმ. ელენეს, ტრისტან–და–კუნია.
ნახევარკუნძულებს შორის უდიდესია სომალის ნახევარკუნძული.
დიდი ტბებია: ვიქტორია, ალბერტი, ედუარდი, კივუ, ტანგანიკა.
უდიდესი მდინარეებია: კონგო, ნილოსი, ნიგერი, ზამბეზი, ორანჟი.
მნიშვნელოვანი მთათა სისტემებია: ჩრდილოეთით ატლასის მთები, აღმოსავლეთში ეთიოპიის მთიანეთი, სამხრეთში დრაკონის მთები.
უმაღლესი მწვერვალია კილიმანჯარო (5895 მ.).
აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა.
ჩვეულებრივ აფრიკას ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ ნაწილებად:
ჩრდილოეთი აფრიკა
დასავლეთი აფრიკა
ცენტრალური აფრიკა
აღმოსავლეთი აფრიკა
სამხრეთი აფრიკა
კლიმატი, ფაუნა, ფლორა [რედაქტირება]
აფრიკის ჩრდილოეთი ნაწილი ძირითადათ უდაბნო და მშრალი მხარეა. ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში გვხვდება სავანეები და ჯუნგლები. შუალედური ადგილები სტეპებს უკავიათ.
აფრიკის ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია და მოიცავს მტაცებელ ცხოველებს (როგორიცაა ლომი, ჰიენა და ლეოპარდი), ბალახისმჭამელებს (როგორიცაა სპილო, აქლემი, ჟირაფი), ჯუნგლების ბინადრებს (მაიმუნები, გველები), და წყლის ცხოველებს (ნიანგები).
ანტარქტიკა
სამხრეთის ოკეანედედამიწის ოკეანეები
არქტიკის ოკეანე
ატლანტის ოკეანე
ინდოეთის ოკეანე
სამხრეთის ოკეანე
წყნარი ოკეანე
სამხრეთის ოკეანე (ასევე ანტარქტიკის ოკეანე) წყლის აუზია, რომელიც ანტარქტიდას აკრავს გარს. ის მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ოკეანეა, მისი საზღვრები ყველაზე გვიან განისაზღვრა და ოკეანედ მსოფლიო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (მჰო) მიერ ოფიციალურად მხოლოდ 2000 წელს იქნა ცნობილი, მიხედავად იმისა, რომ მეზღვაური-მკვლევარები მას დიდი ხანია ამ სახელით მოიხსენიებენ. გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ოკეანოგრაფების მიერ ოკეანის დინებათა მნიშვნელობის ბოლო დროინდელმა აღმოჩენებმა. სხვა წყაროები, მათ შორის აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება, ატლანტიკის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების საზღვრებს დღემდე ანტარქტიკამდე მიიჩნევენ. ფართობი-20327000 კმ2. ყველაზე ღრმა ადგილი სამხრეთ სანდვიჩის ღრმული-7235 მ.
ევროპა.ბალტიისპირეთი
ბალტიისპირეთი (ლიტვ. Pabaltijys) — მხარე ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ლატვიას, ლიტვას, ესტონეთსა და აღმოსავლეთ პრუსიას მოიცავს. ამ ტერიტორიის დასახელებიდან წარმოსდგება ერთ-ერთი ინდოგერმანული ენობრივი ჯგუფის ბალტების დასახელება .
ბალტიისპირეთის მკვიდრი მოსახლეობა გამონათქვამს — ”ბალტიისპირეთი” არ ხმარობს, იქ ბალტიის ქვეყნების საბჭოურ ოკუპაციას უკავშირებენ ამ ტერმინს. ესტონურ ენაში არსებობს მხოლოდ სიტყვა Baltimaad, რაც ბალტიის ქვეყნებს ნიშნავს, ქართულად, შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც ბალტია ან ბალტიკა. ლიტვურად და ლატვიურად რეგიონის შესატყვისად სიტყვა Baltija გამოიყენება.
ბარენცის ზღვა
ბარენცის ზღვა არქტიკის ოკეანის ნაწილია; მდებარეობს ნორვეგიისა და რუსეთის ჩრდილოეთით. სახელი ეწოდა ჰოლანდიელი ზღვაოსანის ვილემ ბარენცის პატივსაცემად. ღრმა შელფური ზღვა (საშუალო სიღრმე 230 მ), ესაზღვრება ნორვეგიის ზღვა დასავლეთით, სვალბარგის კუნძული ჩრდილოდასავლეთით, კუნძული ფრანც-იოსეფის მიწა და ახალი მიწა ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით.
ბარენცის ზღვის სამხრეთი ნახევარი, პორტების მურმანსკისა და ვარდოს მიმდებარე, არ იყინება მთელი წლის განმავლობაში ჩრდილო ატლანტიკის თბილი ნაკადის წყალობით. სექტემბერში მთელი ბარენცის ზღვა მეტ-ნაკლებად ყინილისგან თავისუფლდება. ზამთრის ომამადე ფინეთს ბარენცის ზღვაზე გასასვლელი ჰქონდა, სადაც მისი ერთადერთი წლის განმავლობაში გაუყინავი ყურე იყო პეტსამო.
ბრიტანეთის კუნძულები
ბრიტანეთის კუნძულები, არქიპელაგი ჩრდილოეთ-დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის. ფართობი დახლოებით 325 ათ. კმ². ბრიტანეთის კუნძულების შემადგენლობაში შედის ორი დიდი კუნძული — დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; არქიპელაგები: ჰებრიდის კუნძულები, ორკნის კუნძულები ანგლსი, მალი, მენი, სკაი და სხვა. ბრიტანეთის კუნძულებს ზოგჯერ მიაკუთვნებენ ნორმანდიის კინძულებსაც, როგორც დიდი ბრიტანეთის მიწებს, თუმცა ეს კუნძულები საფრანგეთის სანაპიროებთან მდებარეობს.
ბრიტანეთის კუნძულებზეა ორი სახელმწიფო — დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.
კარპატის მთები
კარპატები ( უკრ. Карпати, გერმ. Karpaten, ჩეხ. Karpaty, სლოვაკ. Karpaty, პოლ. Karpaty, უნგრ. Kárpátok, რუმ. Carpaţi, სერბ. Karpati) — მთათა სისტემა ცენტრალურ ევროპაში, სლოვაკიის, უნგრეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთის, სერბეთისა და ნაწილობრივ ავსტრიის ტერიტორიაზე.
პირენეის ნახევარკუნძული
ირენეის ნახევარკუნძული (ასევე იბერიის) მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში. გარს აკრავს ხმელთაშუა ზღვა, ატლანტის ოკეანე და ბისკაის ყურე; ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი. ამჟამად ნახევარკუნძულზე მდებარეობს ქვეყნები: პორტუგალია, ანდორა, გიბრალტარი და ესპანეთი.
ფენოსკანდინავია
ფენოსკანდინავია— ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ ევროპაში. მოიცავს სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულების, ფინეთისა და კარელიის ტერიტორიებს. მხარეს მკვეთრად გამოარჩევს ძველი სტრუქტურები, ჩრდილოეთით მდებარეობა, მყინვარ-ეგზარაციული რელიეფი, დნობადი ლანდშაფტებისა და ტბების სიმრავლე.
ფენოსკანდინავიის თითქმის მთელ ტერიტორიას ბალტიის ფარი იკავებს.
აზიის გეოგრაფია.აზიის კუნძულები.იაპონიის კუნძულები
კიუსიუ
კიუსიუ (იაპ. 九州), იაპონიის სიდიდით მესამე კუნძულია და, თუ არ ჩავთვლით ოკონავას და მასთან მიმდებარე მცირე ზომის კუნძულებს, მდებარეობს უკიდურეს სამხრეთით.
ისტორია [რედაქტირება]
იაპონური ლეგენდის თანახამად (წყარო: “კოჯიკი”- ერთერთი უძველესთაგანი, იაპონური ხელნაწერებიდან) კიუსიუ, სიკოკუ და ჰონსიუ წარმოქმნილა ღმერთების “იზანაგისა” და “იზანამის” სასიყვარულო ურთიერთობის შედეგად, ანუ ეს სამი კუნძული ლეგენდის თანახმად მოიაზრება როგორც მათი ნაშიერი-შვილები. ჰოკაიდო კი უკვე ჩვენ დროში კოლონიზირებული კუნძულია და იაპონიის ახალ ტერიტორიად ითვლება. ეს უკანასკნელი წმინდა იაპონური წარმომავლობის არაა.
იაპონიის ისტორია და უძველესი კულტურა სწორედ კიუსიუზე გაჩენილა და თანდათანობით გავრცელებულა ჩრდილოეთით. კისიუს მიეწერება იაპონიის პირველი იმპერატორის (ჯიმუ ტენო-JIMMU TENNO- ძვ.წ. 660წ.) მოღვაწეობა და აქ დარწეულა პირველი ცივილიზაციების აკვანი; კიუსიუზე გავლით გავრცელებულა ბუდიზმი იაპონიაში, რასაც მოწმობს უამრავი კლდეზე ნაკვეთი უძველესი ბუდას ქანდაკება. ასევე, პირველად კიუსიუდან შემოსულან პირველი ევროპელები, კერძოდ პორტუგალიელები; აქედან დაუწყია პორტუგალიელ იეზუიტს, ფრანსისკო ხავიერს, თავისი მისიონერული მოღვაწეობა და ქრისტიანული რელიგიის გავრცელების გარდა, იაპონიაში ღვინის კულტურის გაჩენაც ამ პიროვნებას მიეწერება. კიუსიუზე დამზადებული ღვინო “ზაბიერი” (იგივე ხავიერი, რომელსაც “მუსკატ ბეილის” ყურძნის ჯიშიდან ამზადებენ) პოპულარობით სარგებლობს იაპონიაში.
კიუსიუსთანაა დაკავშირებული, მსოფლიოში ყველასათვის კარგად ცნობილი სიტყვა “კამიკაძე”, რომელიც თავს მეცამეტე საუკუნეში იჩენს. ეს ის პერიოდია, როდესაც მონღოლეთი გაბატონდა მთელს ევრაზიაზე და 1281 წ. ყუბილაი ხანი 100.000-იანი ფლოტით იაპონიის დასალაშქრად ჰაკატას (დღევანდელი ფუკუოკა) მიმართულებით დაძრა. აღნიშნული ლაშქრობა ზღვაზე ამოვარდნილმა გიგანტურმა ტაიფუნმა ჩაახშო და მონღოლთა ფლოტი თითქმის მთლიანად ტალღებმა შთანთქა. მონღოლთა ყაენი არ შეეპუა ბუნების სასჯელს და ხელმეორედ აიღო გეზი იაპონიისაკენ. სასწაული კვლავ განმეორდა და ზღვაზე ამოვარდნილმა შტორმმა სასტიკი განაჩენი გამოუტანა მონღოლთა მიერ ხელმეორედ შეკოწიწებულ ფლოტილიას. მადლიერმა იაპონელებმა კი ამ ბუნების სასწაულს “კამიკაძე” უწოდეს, რაც იაპონურად “ღვთიურ ქარს” ნიშნავს. სამწუხაროდ, ეს “სასწაული”, შემოდგომის დადგომასთან ერთად, ხშირად სტუმრობს თვითონ იაპონიის კუნძულებსაც და სერიოზულ ხარკს აწერს ქვეყანას, მაშინაც კი როდესაც უკვე ტაიფუნის შემოსვლა და გასვლა მატერიკიდან, მატარებლის განრიგივით გამოთვლილი და დადგენილია.
გეოგრაფია [რედაქტირება]
იაპონია კუნძულოვანი ქვეყანაა; ისტორიის გადმოსახედიდან თვალის გადავლებით შევამჩნევთ, რომ იაპონიას გარეშე მტერი არ ჰყოლია და აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ზოგადად, იაპონიას არც გარე სამყაროსთან ჰქონია ურთიერთობა. ამიტომ იაპონიაში ხშირია შინა ომები და ვიდრე გარე სამყაროდან გაღიზიანებამდე, იაპონია გაერთიანებული სახელმწიფოს სახით და ერთიანი ეროვნული იდეოლოგიით არ ჩნდება საერთაშორისო ასპარეზზე სანამ თვითონ ევროპელებმა არ მიაკითხეს და არ გაუხსნეს მათთვის უცნობი სამყარო.
კიუსიუ ქართულად “ცხრა მხარეს/პროვინციას” ნიშნავს, თუმცა ეს კუნძული შვიდი პრეფექტურით არის წარმოდგენილი: ფუკუოკა, ოიტა, მიაძაკი, კუმამოტო, კაგოშიმა, ნაგასაკი და საგა.
აქ უხვადაა ვულკანური მთები, შესაბამისად უხვადაა ცხელი წყაროები და აბანოები რომელსაც “ონსენი” ჰქვია. ონსენი კიუსიუს სავიზიტო ბარათია და ოიტას პრეფექტურის ქალაქი ბეპუ მსოფლიოში ცხელი წყაროების სიმრავლით არის ცნობილი და ქალაქის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცხელი წყლის აბანოებს შეხვდებით. თვითონ ქალაქს კი მუდმივად ცხელი ორთქლის ჭავლები ასდის და მეტისმეტად ლამაზი საყურებელია. ასევე უხვადაა გროგირდის ცხელი წყაროები და სამკურნალო პანსიონებიც.
კლიმატი თბილია და ნოტიო, რაც ბუნებას განსაკუთრებულ სილამაზესა და ელფერს აძლევს. კიუსიუ განთქმულია ციტრუსის კულტურით, ოიტას პრეფექტურაში მოჰყავთ განსაკუთრებული არომატის მქონე კულტურა “კაბოსუ” რომელსაც ლიმონის გემო დაჰკრავს მაგრამ არაა აქვს ლიმონისთვის დამახასიათებელი მკვეთრი სიმჟავე და მეტად ჰარმონიულ გემოს იძლევა. ამ კულტურას ფართო გამოყენება აქვს კულინარიაში. კაკტუსის არაყით სავსე მომცრო სირჩა, რომელსაც ბარებში შემოგთავაზებენ, პატარა ლამბაქზე დაბნეული მარილით და დაჭრილ კაბოსუსთან ერთად პოპულარობით სარგებლობს კიუსიუზე. ასევე ამ პროდუქტით ალამაზებენ ძვირფას თევზეულსაც, რომელსაც ძირითადად უმად მიირთმევენ.
როდესაც კიუსიუზე და თევზეულზეა საუბარი არ შეიძლება არ აღინიშნოს თევზის მეტად ექსტრემალური სახეობა - ფუგუ. ამ სახეობას, გარეგნულად, თევზისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ გააჩნია: ზედაპირი უქერცლო, სრიალა და გლუვი აქვს, ფერით მოლურჯო-მომწვანოა, ხოლო მუცლის არე კი ქათქათა თეთრი. წყლიდან ამოყვანისას იბერება და ბურთის ფორმას ღებულობს. ეს სახეობა გამორჩეულია როგორც გემოთი ასევე მისი ექსტრემალურობით, ვინაიდან ფუგუს სახეობა შეიცავს მეტისმეტად შხამიან ჯირკვალს და მის დამზადებას სპეციალური კვალიფიკაცია და ლიცენზიაც სჭირდება. მიუხედავად იმისა რომ ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბევრი გამოემშვიდობა საკუთარ სიცოცხლეს, მსურველთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია და მიუხედავად უზარმაზარი ფასისა და რისკისა მეტად პოპულარობით სარგებლობს. ოიტას პრეფექტურა კი სწორედ ის ადგილია სადაც ამ თევზის პროდუქტის მიღება შეიძლება.
მიუხედავად იაპონიის ისტორიაში და კულტურულ განვითარებაში კიუსიუს ასეთი დიდი როლისა, იგი მაინც პერიფერიად რჩება და პერიფიერიასა და ცენტრს შორის უკმაყოფილება იაპონიაშიც არაა იშვიათობა.
ფუკუოკა კიუსიუს ერთადერთი ქალაქია, რომელიც მილიონზე მეტ მოსახლეს ითვლის და თამამად აქვს დამკვიდრებული კუნძულის “დედაქალაქის” სახელი.
კიუსიუ გამორჩეული კუნძულია მთელს იაპონიაში და ქვეყნის მასშტაბით დამსახურებულად აქვს მოპოვებული განსაკუთრებული პატივისცემა და მოწიწება.
სიკოკუ
სიკოკუ (იაპ. 四国, "ოთხი პროვინცია") ყველაზე მცირე და ნაკლებ დასახლებული კუნძულია იაპონიაში. მისი უძველესი სახელებია "ლიო-ნო-ფუტანა-შიმა" (იაპ. 伊予之二名島), "ლიო-შიმა" (伊予島), და "ფუტანა-შიმა" (二名島). თანამედროვე სახელწოდება მიუთითებს ოთხ ძველ პროვინციაზე, რომელიც კუნძულს შეადგენდა: ავა, ლიო, სანუკი, და ტოსა.
სიკოკუს რეგიონი, შედგება რა შიკოკუსა და მიმდებარე მცირე კუნძულებისგან, ფარავს დაახლოებით 18,800კმ² და ოთხი პრეფექტურისგან შედგება: ეჰიმე, კაგავა, კოჩი და ტოკუშიმა. ის ჰონსიუს უერთდება ბორანით და ჰაერით, 1988 წლიდან კი დიდი სეტოს ხიდების ქსელით. ხიდების კომპლექსის დასრულებამდე რეგიონი იზოლირებული იყო დანარჩენი იაპონიისგან და უფრო თავისუფალი მოძრაობა ჰონიუსა და შიკოკუს შორის გარანტია უნდა ყოფილიგო ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისთვის, რომლის მატერიალიზაცია ჯერ ვერ მოხერხდა.
მთაგრეხილების სერია კუნძულს ვიწრო ჩრდილო სუბ-რეგიონად და სამხრეთ ნაწილად ჰყოფს. კუნძულის 4.5 მილიონი მოსახლის უმეტესობა ჩრდილო ნაწილში ცხოვრობს, და ასევე ერთის გარდა ყველა ქალაქიც ამავე რეგიონშია. მთა იშიზუჩი (იაპ. 石鎚山) ეჰიმეში (1982 მ) კუნძულის უდიდესი მწვერვალია. ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია და მოიცავს სპილენძის დამუშავებას ბაშის მაღაროებიდან. მიწა ინტენსიურადაა გამოყენებული. სამხრეთის ველები დათესილია ბრინჯით, რომელსაც ზამთარში ხორბლითა და წიწიბურით ანაცვლებენ. ჩრდილო ნაწილში მრავალი სახი ხილი მოჰყავთ, მათ შორის ციტრუსები, ხურმა, ატამი და ყურძენი. ხორბლის წარმოების დაწყების შემდეგ უდონი (讃岐うどん) კაგავას პრეფექტურის (ყოფილი სანუკის პროვინცია) მოსახლეობის საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ედოს პერიოდში.
შიკოკუს სამხრეთი რეგიონი მთაგორიანია და ამგვარად ნაკლებად დასახლებულია. ერთადერთი შედარებით დიდი დაბლობი კოჩის გავაკებაა, სადაც პრეფექტურის დედაქალაქი მდებარეობს. რეგიონის რბილმა ზამთარმა განაპირობა სასათბურე მეურნეობის განვითარება. რბილი ჰავის გამო შესაძლებელია ბრინჯის ორი მოსავლის მოყვანა წელიწადში. ტყის მასიური საფარის წყალობით ასევე განვითარდა ქაღალდის წარმოება და ჰიდროელექტრო სადგურები.
შიკოკუ ასევე ცნობილია 88-ტაძრის პილგრიმობით, რომელიც მოძღვარ კუკაის უკავშირდება.
ჰოკაიდო
ჰოკაიდო (北海道 Hokkaidō, "ჩრდილოეთის ზღვის წრებრუნვა"), ადრინდელი სახელი ეზო, სიდიდით მეორე კუნძული და უდიდესი პრეფექტურაა იპონიაში. კუნძულს ჰონსიუსგან ცუგარუს სრუტე ჰყოფს, თუმცა ჰონსიუსთან იგი წყალქვეშა გვირაბით არის დაკავშირებული. ჰოკაიდოს უდიდესი ქალაქი პრეფექტურის დედაქალაქი საპოროა.
ჰონსიუ
ჰონსიუ (იაპ. 本州) არის იაპონიის ყველაზე დიდი, მთავარი კუნძული. მდებარეობს ჰოკაიდოს სამხრეთით ცუგარუს სრუტის გასწვრივ, სიკოკუს ჩრდილოეთით შუა ზღვის გასწვრივ, და ჩრდილო-აღმოსავლეთით კიუსიუდან კანმონის სრუტის გასწვრივ. სიდიდით მეშვიდე კუნძულია და მეორეა მოსახლოების სიმჭიდროვით ჯავას შემდეგ (იხ. კუნძულების სია ფართობის მიხედვით).
კუნძული დაახ. 1300 კმ-ია სიგრძეში, ხოლო სიგანეში მერყეობს 50-230 კმ-ს შორის. მისი საერთო ფართობია 230.500 კმ² და შეადგენს იაპონიის საერთო ტერიტორიის 60%-ს. ფართობით ის ბრიტანეთის კუნძულს აღემატება. ჰონსიუს 5450 კმ სიგრძის სანაპირო აქვს.
მთაგორიან და ვულკანურ კუნძულს ხშირი მიწისძვრები ახასიათებს (დიდი კანტოს მიწისძვრამ ძლიერ დააზიანა ტოკიო 1923 წლის სექტემბერში); მისი უმაღლესი პიკია აქტიური ვულკანური მთა ფუჯი (3.776 მ). კუნძულზე მრავალი მდინარეა, მათ შორის შინარო - ყველაზე გრძელი იაპონიაში. კლიმატი მერყეობს ცივი ჩრდილოეთიდან სუბტროპიკულ სამხრეთამდე.
მოსახლეობა შეადგენს 98.352.000 ადამიანს, ძირითადი კონცენტრაციით დაბლობებზე, განსაკუთრებით კი კანტოს გავაკებაზე, სადაც მთელი მოსახლეობის 25% სახლობს ტოკიოსა და იოკოჰამას შემოგარენში. კუნძულის სხვა ქალაქებია კიოტო, ოსაკა, კობე, ჰიროსიმა, სენდაი და ნაგოია. კუნძული ნომინალურად ხუთ რეგიონად არის დაყოფილი და მოიცავს 34 პრეფექტურას, ტოკიოს მეტროპლიის ჩათვლით.
Sunday, November 15, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment